საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
281
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №281

2003 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №442 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №442 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

2. ( ამოღებულია – 14.06.2013, №442) .

3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №442 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

4. ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის უძრავი და მოძრავი ქონება გადაეცეს მას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისმა უწყებამ გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელ­შეკრულება.

5. ცნობად იქნეს მიღებული ახალციხის რაიონის გამგეობის წინადადება და თეატრის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე განხორციელდეს ახალციხის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 ივნისის ბრძანებულება № 486 - სსმ III, № 75 , 22.06. 200 წ ., მუხ. 794

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 ივნისის ბრძანებულება № 486 - სსმIII, № 75 , 22.06. 200 5წ ., მუხ. 794

2 . საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №44 2 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დებულება

ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №442 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

კრებსითი — სრული ვერსია