სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 20 იანვრის №21 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
250
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-16
სარეგისტრაციო კოდი
220.060.000.05.002.002
სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 20 იანვრის №21 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №250

2003 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 20 იანვრის №21 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 20 იანვრის №21 ბრძანებულებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 2003 წლის 22 იანვრის №7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო ლატარიის მოწყობის შედეგად მიღებული შემო­სავლების ნაწილის (მიზნობრივი თანხები ლატარიის ამონაგებისა და გაცემული საპრიზო ფონდის სხვაობის 15 პროცენტი) ფონდის მიერ დამ­ტკიცებული მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად გა­მოყენება“.

2. მე-3 და მე-4 პუნქტები გადაინომროს შესაბამისად მე-2 და მე-3 პუნქტებად.

3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფონდის დებულებაში გათვალისწინებულ იქნეს სამეთვალ­ყურეო ორგანოს შექმნა, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფინანსთა, კულტურის და განათლების სამინისტროების, სპორტისა და ახალგაზრ­დობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელებით, კულტურის, სპორტის, ხელოვნებისა და საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეებით.“.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია