საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №271
2003 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
მ. გოგიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს მირიან გოგიაშვილს, რათა ხელი მოაწეროს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის მიწისძვრასთან დაკავშირებული გადაუდებელი დახმარების დაფინანსების ხელშეკრულებისა და დაფინანსების განსაკუთრებულ შეთანხმებას 2003 წლის ივნისის თვის განმავლობაში.
ე. შევარდნაძე