საქართველოს მთავრობის
დადგენილება №249
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური