"საქართველოს რესპუბლიკის იმიგრაციის კანონში" ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
926
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-10-16
გამოქვეყნების თარიღი
1997-11-11
სარეგისტრაციო კოდი
010.140.010.05.001.000.249
"საქართველოს რესპუბლიკის იმიგრაციის კანონში" ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

„საქართველოს რესპუბლიკის იმიგრაციის კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. 1993 წლის 27 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკის იმიგრაციის კანონში” (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ. 183) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს კანონი იმიგრაციის შესახებ”.

2. კანონის ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით „საქართველო”.

3. მე-3 მუხლის მე-3 აბზაცში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს გაანგარიშების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვებით „ადგენს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო”, ხოლო მე-4 აბზაცში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო” შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო”.

4. მე-7 მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის” შეიცვალოს სიტყვებით “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის”.

5. მე-8 მუხლის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იძულებითი გაძევების წესი დგინდება კანონმდებლობის შესაბამისად”.

6. მე-10 მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო”.

7. მე-11 მუხლში სიტყვები „სახელმწიფოს მეთაურის ან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის” შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტის”.

8. მე-12 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის მიერ” შეიცვალოს სიტყვით „კანონმდებლობით”, ხოლო მე-2 აბზაციდან ამოღებულ იქნეს მე-2 წინადადება. ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 აბზაცი.

9. მე-13 მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვით “კანონმდებლობა”.

10. მე-15 მუხლში სიტყვების „მინისტრთა კაბინეტის მიერ” შეიცვალოს სიტყვებით „კანონმდებლობის შესაბამისად”.

11. მე-19 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომელიც ამ მონაცემებს წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს”.

12. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი       ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

№926

კრებსითი — სრული ვერსია