საქართველოს კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციის კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. 1993 წლის 20 ივლისის “საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციის კანონში” (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს კანონი ემიგრაციის შესახებ”.
2. ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით „საქართველო”.
3. მე-5 მუხლის მე-6 აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვით “კანონმდებლობა”.
4. მე-7 მუხლის მე-2 აბზაცში და მე-11 მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის მიერ” შეიცვალოს სიტყვით „კანონმდებლობით”.
5. მე-18 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომელიც ამ მონაცემებს წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს”.
6. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 16 ოქტომბერი.
№924–IIს