საქართველოს კანონი
„თამასუქის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 აპრილის კანონში (საქართველოს „პარლამენტის უწყებები“, 1994-1995 წწ., №27-30, მუხ. 595) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სათაურში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის კანონი” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონი“.
2. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანმიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანმიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 30 სექტემბერი.
№882-Iს