„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
217
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-15
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.001.001.513
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ.100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესდეს საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:

ა) ეროვნული გმირის ორდენი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

დ) ოქროს საწმისის ორდენი;

ე) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;

ვ) ღირსების ორდენი;

ზ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

თ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

ი) ღირსების მედალი.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:

ა) ეროვნული გმირის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 500 მინიმალური ოდენობით;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – შრომის ანაზღაურების 300 მინიმალური ოდენობით;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 200 მინიმალური ოდენობით;

დ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 100 მინიმალური ოდენობით;

ე) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით;

ვ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;

ზ) ღირსების ორდენზე – შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;

თ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – შრომის ანაზღაურების 20 მინიმალური ოდენობით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№217–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია