საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 232-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დაქირავებულთათვის საავადმყოფო ფურცელებით ანაზღაურება ხდება დამქირავებლის მიერ 5 დღემდე, ხოლო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 დღისა”.
2. შეიცვალოს 235-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ აბზაცში სიტყვები „60 წელი“ სიტყვებით „65 წელი“, ხოლო მეორე აბზაცში – სიტყვები „55 წელი“ სიტყვებით „60 წელი“.
II. გარდამავალი დებულება:
საპენსიო ასაკის გაზრდა არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელთაც პენსია დაენიშნათ 1996 წლის თებერვლამდე.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 21 თებერვალი.
№583 – IIს