საქართველოს კანონი
„ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 17 აგვისტოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №№31-33, მუხ. 692) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 17 მაისი.
№241–IIს