„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
497
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-10
სარეგისტრაციო კოდი
110.050.100.05.001.001.579
„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში  (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998, გვ.13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობის შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ეს კანონი ადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების განსჯადობას მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და ამ სასამართლოთა კომპეტენციას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მათი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.“.

3. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

№497-IIს

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია