საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
472
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-10-01
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-12
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.001.572
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. კორუფციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით პარლამენტს შეუძლია შექმნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისია.

8. გადაწყვეტილებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსაკვლევ საკითხთა წრის განსაზღვრის თაობაზე იღებს პარლამენტი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

2. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი:

„11 . კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისას მისი უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა. კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                             ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 1 ოქტომბერი.

№472_ IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია