„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
201
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №201

2009 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №5, მუხლი 35) დამტკიცებულ „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას, მისი დანიშვნა-გაცემის წესსა და პრინციპებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღების უფლებას, ხოლო პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე – პირიქით.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2009 წლის 5 ნოემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე, ხოლო 2009 წლის 5 ნოემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ:

ა) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავადმყოფობის გამო 2010 წლის 1 აპრილამდე თადარიგში დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან, რაც დასტურდება თადარიგში დამთხოვნი დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით. ამასთან, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 5 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია