„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
189
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-15
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.05.001.001.498
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №8, ივნისი, 1993 წელი, მუხ. 127) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხოელები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან სხვა კანონიერ საფუძველზე 3 თვეზე მეტი ვადით, ითვლებიან საქართველოში დროებით მყოფებად და ვალდებულნი არიან დადგენილი წესით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოებში რეგისტრაციაში გაატარონ თავიანთი მოქმედი უცხოური პასპორტები ან მათი შემცვლელი დოკუმენტები და მათი საქართველოში ყოფნის ვადის ამოწურვისას გაემგზავრონ საქართველოდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№189–რს

კრებსითი — სრული ვერსია