საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
შეტანილ იქნეს ცვლილება 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421):
121-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:
„იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც მართავს სხვისი საკუთრების სატრანსპორტო საშუალებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათას მანეთამდე “.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზ. გამსახურდია
თბილისი,
1991 წლის 10 აგვისტო.