“საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1274
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-03-04
გამოქვეყნების თარიღი
1998-04-08
სარეგისტრაციო კოდი
010.190.050.05.001.000.333
“საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 1 დეკემბრის კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1996 წლის 9 მარტი, №002) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) პირველ მუხლს სიტყვის „კომიტეტებს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ნდობის ჯგუფს”;

ბ) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 აბზაცი:

„საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფის შემადგენლობა, კომპეტენცია, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით”.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 4 მარტი.

№1274–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია