საქართველოს კანონი
„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ. 146) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
მოსამართლეთა ხელფასი და მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 21 დეკემბერი.
№686–რს