საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №114
1998 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
ვ. შატბერაშვილის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
დუშეთის რაიონისა და რაიონში შემავალი სოფლების ბიუჯეტების ფორმირებასა და შესრულებაში შეტანილი პირადი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დუშეთის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგის მოადგილე, საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ვერა შატბერაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.
ე. შევარდნაძე