საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №717
2006 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
მ. ლომინაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორს მერაბ ლომინაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი