საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან პენსიაში გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით.“.
2. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პენსიების გაცემაში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა განახორციელოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 16 სექტემბერი.
№424_IIს