„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
385
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-24
სარეგისტრაციო კოდი
310.060.000.05.001.001.554
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №27-30, მუხ.575) 56 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემის ვადას – 1 წლიდან 5 წლამდე ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანო.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 აგვისტო.

№385–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია