„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
382
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2000-06-23
სარეგისტრაციო კოდი
210.020.010.05.001.001.553
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ.6) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსაკრებლის დიფერენცირებულ ოდენობას სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და მარშრუტების მიხედვით ადგენს საკრებულო.

4. საკრებულოს მიერ დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე თვეზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 აგვისტო.

№382–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია