საქართველოს მთავრობის
დადგენილება №232
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №269 - სსმ III, №109, 01.09.2010 წ., მუხ.1393
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 13 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს:
ა) საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა;
ბ) სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 21 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის დადგენილება №14 - სსმ III, №6, 20.01.2010 წ., მუხ.48
2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №69 - სსმ III, №27, 12.03.2010 წ., მუხ.393
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის დადგენილება №78 - სსმ III, №31, 24.03.2010 წ., მუხ.456
4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის დადგენილება №206 - სსმ III, №92, 28.07.2010 წ., მუხ.1353
5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №269 - სსმ III, №109, 01.09.2010 წ., მუხ.1393
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა
საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა–დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება:
ა) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (PricewaterhouseCoopers);
ბ) დელოიტი (Deloitte);
გ) ქეი-ფი-ემ-ჯი (KPMG);
დ) ერნსტ ენდ იანგი (Ernst & Young);
ე) გრანთ თორნთონ (Grant Thornton);
ვ) ბიდიო (BDO);
ზ) ბეიკერ ტილი (Baker Tilly);
თ) სმით ენდ ვილიამსონი (Smith & Williamson);
ი) ტენონი (Tenon Group);
კ) პი-ქეი-ეფ (PKF).
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის დადგენილება №14 - სსმ III, №6, 20.01.2010 წ., მუხ.48
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №269 - სსმ III, №109, 01.09.2010 წ., მუხ.1393
სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა
დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა–დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარმოებს:
ა) შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ბ) შპს „ენგურჰესს“;
გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოს“;
დ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“;
ე) შპს „საქართველოს რკინიგზა“;
ვ) შპს „რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტი“;
ზ) შპს „რკინიგზის ტელეკომი“;
თ) შპს „ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერი“;
ი) შპს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენი;
კ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“;
ლ) შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №69 - სსმ III, №27, 12.03.2010 წ., მუხ.393
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის დადგენილება №78 - სსმ III, №31, 24.03.2010 წ., მუხ.456
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის დადგენილება №206 - სსმ III, №92, 28.07.2010 წ., მუხ.1353