საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
2610
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1990-04-19
გამოქვეყნების თარიღი
1990-04-30
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.000.036
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შემდეგი დამატებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 981  მუხლი:

     „მუხლი 981  შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა

შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ნიტრატებისა და პესტიციდების ნარჩენების ნორმაზე მეტი ოდენობით დაგროვება, აგრეთვე ასეთი პროდუქციის რეალიზაცია, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათი მანეთით, თანამდებობის პირთა – ასი მანეთით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონფისკაციით.

შენიშვნა: კონფისკებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც შეიცავს ნორმაზე მეტი ოდენობით ნიტრატებს თუ პესტიციდებს, უნდა განადგურდეს“.

1. 295-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„ამ კოდექსის 981 მუხლის შენიშვნაში აღნიშნული პროდუქციის კონფისკაციას ახდენს და სამართალდარღვევის ხარჯზე გაანადგურებს სოფლის მეურნეობის ხარისხზე კონტროლის განმხორციელებელი საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი“.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია

თბილისი

1990 წლის 19 აპრილი.

№2610–XI

 

კრებსითი — სრული ვერსია