,,ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
544
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-05
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №544

2007 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ა. ალექსიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 აპრილის №265 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია