საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1977-11-17
გამოქვეყნების თარიღი
1977-11-30
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.000.004
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსრ კავშირის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) მიღების დღის საყოველთაო-სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ“ სსრ კავშირის 1977 წლის 7 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლს სიტყვების „9 მაისს –გამარჯვების დღეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „7 ოქტომბერს – სსრ კავშირის კონსტიტუციის დღეს“ და ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „5 დეკემბერს – კონსტიტუციის დღეს“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1977 წლის 17 ნოემბერი.

კრებსითი — სრული ვერსია