საქართველოს კანონი
საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და
უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №179 (2879), 17 ივლისი, 1998 წ.) მე-14 მუხლში სიტყვები „1998 წლის 1 აგვისტოდან“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ძალაში შესვლისთანავე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 17 ივლისი.
№1533–რს