საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1519
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-06-26
გამოქვეყნების თარიღი
1998-07-15
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.000.398
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 439-ე მუხლი:

     „მუხლი 439. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობა

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1519–IIს

კრებსითი — სრული ვერსია