საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., მაისი, №012) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის, ასლებისა და დუბლიკატების გაცემისათვის ნოტარიუსის საზღაური განისაზღვრება კანონით.“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს ნოტარიუსის საზღაურის შესახებ კანონის ძალაში შესვლის დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 18 თებერვალი
№1241–IIს