საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1872 მუხლი:
„მუხლი 1872. ლტოლვილად ცნობის შესახებ პირის რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმა
ლტოლვილად ცნობის შესახებ პირის რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმა, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ ლარამდე.“
2. 208-ე მუხლს ციფრების „1871“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1872“.
3. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილს ციფრების „1871“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1872“.
4. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილს ციფრების „1871“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1872“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 18 თებერვალი.
№1238_IIს