„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1181
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-12-12
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-31
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.000.312
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, 09.07.1997, №29-30) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი.“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 12 დეკემბერი.

№1181–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია