"საქართველოს რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებათა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
792
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-06-27
გამოქვეყნების თარიღი
1997-07-31
სარეგისტრაციო კოდი
480.060.000.05.001.000.225
"საქართველოს რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებათა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„საქართველოს რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 22 ნოემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №№21-22, მუხ. 483) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით „საქართველო”.

2. 45-ე მუხლის მესამე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციის მესამე და მეოთხე აბზაცებად:

„კონსული სანოტარო მოქმედების განხორციელებისას ასრულებს საკონსულო მოქმედებას და ახდევინებს საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

სანოტარო მოქმედებას კონსული ასრულებს ამ კანონითა და „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად”.

ამავე მუხლის მეოთხე აბზაცი ჩაითვალოს მეხუთე აბზაცად.

3. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ მუხლი 48

სანოტარო მოქმედება სრულდება ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენისას და გათვალისწინებული საზღაურის შეტანის შემდეგ.

სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება გადაიდოს ან შეჩერდეს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით”.

4. 57-ე მუხლში სიტყვები „უნდა ანაზღაურდეს აგრეთვე აღნიშნული მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი ხარჯები” შეიცვალოს სიტყვებით „საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების დროს გაწეული დამატებითი ხარჯები უნდა ანაზღაურდეს განმცხადებლის მიერ ამ ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად”.

5. 58-ე და 59-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ მუხლი 58

საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

    მუხლი 59

განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია პირი ნაწილობრივ ან მთლიანად გათავისუფლდეს საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან ელჩის თანხმობით”.

6. ამოღებულ იქნეს მე-60 მუხლი.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 27 ივნისი.

№792–IIს

კრებსითი — სრული ვერსია