„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ და „სისხლის სამართლის კოდექსებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
785
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-06-24
გამოქვეყნების თარიღი
1997-07-31
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.000.222
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ და „სისხლის სამართლის კოდექსებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის

კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421) 1741 და 1742 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1741. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოცდაათ მინიმალური ოდენობამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოციდან ას მინიმალური ოდენობამდე.
მუხლი 1742. შეკრებისათვის ან მანიფესტაციისათვის ხელის შეშლა სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით

შეკრებისათვის ან მანიფესტაციისათვის, აგრეთვე მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.
II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961, №1, მუხ. 10) 2201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2201. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა

შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, თუ ამ დარღვევას მძიმე შედეგი მოჰყვა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე, ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ასიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                             ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 24 ივნისი

N785-IIს 

 

კრებსითი — სრული ვერსია