„რ. გიგილაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
568
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-29
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
„რ. გიგილაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №568

2006 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

რ. გიგილაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს რევაზ გიგილაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია