„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
679
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-10
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.05.001.001.618
„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1.

„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ. 146) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონით.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოსამართლედ ნამსახურობის სტაჟის შესაბამისად.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 7

ყოველთვიური პროცენტული დანამატი მოსამართლედ ნამსახურობის სტაჟის შესაბამისად მოსამართლეს მიეცემა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის შემდეგი ოდენობით:

ა) 5-დან 10 წლამდე – 10 პროცენტი;

ბ) 10-დან 15 წლამდე – 20 პროცენტი;

გ) 15 წელი და მეტი – 25 პროცენტი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 21 დეკემბერი.

№679–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია