საქართველოს კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში“ ცვლილებების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის“ („საქართველოს პარლამენტის უწყებები“. 1994-1995 წ.წ. №№27-30. მუხ. 642) 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 67. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი
ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებენ პარლამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორები. დამოუკიდებელი აუდიტორების შერჩევა ხდება სატენდერო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი“.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 4 ოქტომბერი.
№418-Iს