„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1441
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-05-13
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-02
სარეგისტრაციო კოდი
370.040.000.05.001.001.831
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30/5, 11 დეკემბერი, 1996, გვ. 12) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. კონტროლი და ასლი

ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს და გააკონტროლოს ნებისმიერი სააღრიცხვო ბარათი და მოითხოვოს მისი დამოწმებული ასლი, აგრეთვე რეგისტრაციაში ასახული კადასტრული რუკის ნაწილისა და საკუთრების ყველა დოკუმენტის ან ტოპოგრაფიული გეგმის ასლები წერილობითი განცხადების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 13 მაისი.

№1441–რს  

კრებსითი — სრული ვერსია