„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1396
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-27
სარეგისტრაციო კოდი
010.320.050.05.001.001.814
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

    „მუხლი 211

1. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას და თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის ვადა გაგრძელდეს 2005 წლის      1 ივნისამდე.

2. 2006 წლის 1 იანვრამდე თანამდებობის პირებმა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და წარდგენა განახორციელონ 2004 წლის               1 იანვრისთვის მოქმედი ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების ფორმებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 აპრილი.

№1396–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია