„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1389
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-18
სარეგისტრაციო კოდი
210.020.010.05.001.001.813
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს მიერ დაწესებული სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის  1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1389–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია