„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
406
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-07
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №406

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:

ა) დოკუმენტის ლეგალიზაციის წესი (დანართი №1);

ბ) ლეგალიზაციის I ეტაპის შტამპის ნიმუში (დანართი №2);

გ) ლეგალიზაციის II ეტაპის შტამპის ნიმუში (დანართი №3).

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 180 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №69 ბრძანების ამ წესთან შესაბამისობაში მოყვანა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტმა ამ წესის ამოქმედებიდან 5 დღეში უზრუნველყოს ლეგალიზაციით დამოწმების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაცემა.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №185-სსმIII,№31,24.03.2010წ., მუხ.451

2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 3 ივლისის ბრძანებულება №553-სსმIII,№90,26.07.2010წ., მუხ.1327

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №5 8 3-სსმIII,№9 4, 0 2.0 8 .2010წ., მუხ.13 8 7

4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება№725 - სსმIII, №117, 15.09.2010წ., მუხ.1728

5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1096 - სსმIII, №172, 31.12.2010წ., მუხ.2529

6. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №180 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

7 . საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება № 389 - ვებგვერდი, 19 .0 7 .2011წ.

8 . საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 24 აპრილის ბრძანებულება № 321 - ვებგვერდი, 24 . 04 .201 2 წ.

9. საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №589 - ვებგვერდი, 17. 0 7.201 2 წ.

10. საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №791- ვებგვერდი, 07. 0 9.201 2 წ.

 

დანართი №1

დოკუმენტის ლეგალიზაციის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელების წესს.

2. ამ წესის შესაბამისად, ლეგალიზებული დოკუმენტი ექვემდებარება იმ სახელმწიფოებში გამოყენებას, რომლებთანაც საქართველოს არა აქვს დადებული ლეგალიზაციის გამარტივებული პროცედურის ან/და ლეგალიზაციისაგან გათავისუფლების შესახებ საერთაშორისო შეთანხმება.

3. ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები საქმისწარმოებისათვის მიიღოს მხოლოდ მათი ლეგალიზაციის შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 2

საქართველოში ლეგალიზაციის განხორციელებით დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტსა და სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №180 -ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 24 აპრილის ბრძანებულება № 321 - ვებგვერდი, 24 . 04 .201 2 წ.

     მუხლი 3

ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

უფლებამოსილი ორგანო – ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორგანოები;

მონაცემთა ბაზა – ადმინისტრაციული ორგანოებისა და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება№725- სსმIII,№117, 15.09.2010წ.,       მუხ.1728

თავი II

ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები და ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები

    მუხლი 4

1. ამ წესის შესაბამისად ლეგალიზაციას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ბ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;

გ) სანოტარო აქტები;

დ) სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი;

ზ) ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.

2. ლეგალიზაციას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.

3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს ორიგინალზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში - მათი ავთენტურობის დადასტურებას .

4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – ავთენტურობის დადასტურებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება№725- სსმIII,№117, 15.09.2010წ.,       მუხ.1728

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №180 -ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 24 აპრილის ბრძანებულება № 321 - ვებგვერდი, 24 . 04 .201 2 წ.

    მუხლი 5

ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი (გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა);

ე) სამხედრო ბილეთი;

ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;

ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;

თ) სანოტარო აქტები – დედანთან ასლის იდენტურობის და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;

ი) საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საქართველოს ნორმატიულ სამართლებრივი აქტები;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება№725- სსმIII,№117, 15.09.2010წ.,       მუხ.1728

საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 24 აპრილის ბრძანებულება № 321 - ვებგვერდი, 24 . 04 .201 2 წ.

    მუხლი 6

1. დოკუმენტის ლეგალიზაცია ხორციელდება ორ ეტაპად: უფლებამოსილი ორგანო ახდენს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობის დამოწმებას , რის შემდეგაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახდენს პირველ ეტაპზე განხორციელებული ლეგალიზაციის შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებისა და ბეჭდის ავთენტურობის დამოწმებას.

11. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეყრდნობა აღნიშნულ პროგრამაში ლეგალიზაციის პირველ ეტაპთან დაკავშირებით ასახულ მონაცემებს და უფლებამოსილია გადამოწმების გარეშე განახორციელოს პროგრამაში ასახული მონაცემების ნამდვილობის/ავთენტურობის დამოწმება.

2. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები არიან:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდეგში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო);

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

გ) (ამოღებულია – 19.0 7.2011, № 389);

დ) (ამოღებულია – 05.04.2011, №180);

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

3. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს თანამდებობაზე დანიშვნის დღესვე წარუდგინონ სალეგალიზაციო შტამპზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერისა და შესაბამისი ბეჭდის ნიმუშები.

4. უფლებამოსილი ორგანოები დოკუმენტების ლეგალიზაციისას იყენებენ ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ ლეგალიზაციის პირველი ეტაპის შტამპს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს ლეგალიზაციის მეორე ეტაპის შტამპს.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №583-სსმIII,№94, 02.08.2010წ.,მუხ.1387

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება№725- სსმIII,№117, 15.09.2010წ.,       მუხ.1728

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №180 -ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №389 -ვებგვერდი, 19.07.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 24 აპრილის ბრძანებულება № 321 - ვებგვერდი, 24 . 04 .201 2 წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №589 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №791- ვებგვერდი, 07.09.2012წ.

    მუხლი 7

1. ლეგალიზაციის პირველ ეტაპზე უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას;

ბ) (ამოღებულია – 05.04.2011, №180);

გ) (ამოღებულია – 19.07.2011, №389);

გ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას;

დ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახდენს ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ყველა იმ დოკუმენტის ლეგალიზებას, რომლებიც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას.

2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანის ლეგალიზებას ახორციელებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის უფლებამოსილი ორგანო.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №583-სსმIII,№94, 02.08.2010წ., მუხ.1387

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება№725- სსმIII,№117, 15.09.2010წ.,       მუხ.1728

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №180 -ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №389 -ვებგვერდი, 19.07.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №589 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №791- ვებგვერდი, 07.09.2012წ.

თავი III

დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელების წესი

    მუხლი 8

1. ლეგალიზაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. ლეგალიზაცია ხორციელდება დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრით ან შტამპის დასმით. შტამპი შესაძლოა იყოს ელექტრონული ფორმის და მისი დოკუმენტზე დატანა ხორციელდებოდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

3. ლეგალიზაციის შტამპზე ტექსტი უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანებულება №321 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

    მუხლი 81

1 . საზღვარგარეთ მყოფი პირი უფლებამოსილია განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა , რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე . ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

8. განმცხადებლის მოთხოვნით ლეგალიზებული დოკუმენტი გაიცემა განცხადებაში მის მიერ მითითებულ პირზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1096-სსმIII,№172,31.12.2010წ., მუხ.2529

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №180 -ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №589 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №791- ვებგვერდი, 07.09.2012წ.

     მუხლი 82 .

ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების, განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №791- ვებგვერდი, 07.09.2012წ.

    მუხლი 9

1. დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის უნდა იქნეს წარმოდგენილი:

ა) დოკუმენტი, რომლის ლეგალიზაციაც უნდა მოხდეს;

ბ) დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და ლეგალიზაციის პირველ ეტაპზე უფლებამოსილ ორგანოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №583-სსმIII,№94, 02.08.2010წ., მუხ.1387

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება№725- სსმIII,№117, 15.09.2010წ.,       მუხ.1728

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანებულება №321 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №589 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №791- ვებგვერდი, 07.09.2012წ.

    მუხლი 10

1. უფლებამოსილი ორგანოები ამოწმებენ ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი ლეგალიზებას.

2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება ლეგალიზებას, უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში - მათ ავთენტურობას.

3. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები დოკუმენტის ლეგალიზაციას ახდენენ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღეში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლეგალიზაციის მეორე ეტაპს ახორციელებს განცხადების წარდგენის დღესვე, ხოლო ლეგალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის გზით განხორციელების შემთხვევაში – პირველი ეტაპის ლეგალიზაციის განხორციელების ვადაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №180 -ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანებულება №321 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

    მუხლი 11

1. უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი ადარებს დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს მონაცემთა ბაზაში არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, ლეგალიზება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.

3. თუ ლეგალიზაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, მისი ლეგალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ან საგანმანათლებლო და სამკურნალო დაწესებულების მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.

4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ იქნა მოპოვებული ლეგალიზაციისათვის წარდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია, უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია დაადგინოს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა და განახორციელოს დოკუმენტის ლეგალიზაცია, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება№725- სსმIII,№117, 15.09.2010წ.,       მუხ.1728

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანებულება №321 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

    მუხლი 111.

1. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განხორციელების შემთხვევაში განცხადება უნდა წარედგინოს ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი განცხადებას ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განხორციელებაზე განიხილავს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის დანართზე სალეგალიზაციო შტამპის, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული ბეჭდის დასმაზე თანხმობას გამოხატავს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

4. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის სალეგალიზაციო შტამპის, თანამდებობის პირის ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული ბეჭდის დოკუმენტის ჩანართზე დატანას და ჩანართის დოკუმენტზე დართვას ტექნიკურად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით ახორციელებს ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო.

5. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განსახორციელებლად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, მის გამართულ ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანებულება №321 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

    მუხლი 12

დაუშვებელია ლეგალიზაციის ტექსტში ცვლილების შეტანა.

    მუხლი 13

დოკუმენტის ლეგალიზებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

ა) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია (ძნელად გასარკვევია);

ბ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით;

გ) დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;

დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;

ე) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა;

ვ) დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;

ზ) დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანებულება №321 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

    მუხლი 14

1. ლეგალიზაციის ფაქტი რეგისტრირდება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც აღინიშნება:

ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს ლეგალიზაციის შტამპი;

ბ) ლეგალიზაციის განმახორციელებელი ორგანოს დასახელება და ლეგალიზაციის განხორციელების თარიღი;

გ) ლეგალიზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.

2. მატერიალური ფორმით არსებული სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.

3. ელექტრონული ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალს უნდა ჰქონდეს სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტურობას, უსაფრთხოებასა და დაცვას არასანქცირებული წვდომისაგან.

4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გასცეს ინფორმაცია, შეესაბამება თუ არა დოკუმენტზე ლეგალიზაციის შტამპში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალში არსებულ მონაცემებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანებულება №321 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

მუხლი 15

ლეგალიზაციის ელექტრონული ან მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანებულება №553-სსმIII,№90,26.07.2010წ.,

მუხ.1327

თავი IV

ლეგალიზაციის შტამპის ფორმა და მისი დასმის წესი

    მუხლი 16

1. ლეგალიზაციისას პირველი ეტაპის განხორციელებისას დოკუმენტზე დაიკრობა თვითწებადი ქაღალდი ან დაისმება 10X10 ზომის შტამპი, რომელზეც დაიტანება შესაბამისი ტექსტი (დანართი №2).

2. ლეგალიზაციის მეორე ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს 10X10 სმ ზომის ელექტრონული (დანართი №3-ის „ა“ ქვეპუნქტი) ან 10 X8 სმ ზომის მატერიალური (დანართი №3-ის „ბ“ ქვეპუნქტი) შტამპის დასმას დოკუმენტზე.

3. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის ელექტრონულ შტამპს შესაძლოა დაერთოს ინფორმაცია ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობისა და თანამდებობის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 24 აპრილის ბრძანებულება № 321 - ვებგვერდი, 24 . 04 .201 2 წ.

    მუხლი 17

1. ლეგალიზაციის შტამპი დაისმება დოკუმენტზე არსებულ თავისუფალ ადგილზე, ან მის მეორე გვერდზე, ან მასზე დამაგრებულ ჩანართზე.

2. ჩანართი მიკერებული უნდა იქნეს დოკუმენტზე ლენტით, რომელთა განცალკევება დაზიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. აღნიშნული წესი გამოიყენება მაშინაც, თუ დოკუმენტს მყარი გარეკანი აქვს.

3. (ამოღებულია – 24.04.2012, №321).

4. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს უფლება აქვთ ჩანართისათვის გამოიყენონ სპეციალური ქაღალდი.

საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 24 აპრილის ბრძანებულება № 321 - ვებგვერდი, 24 . 04 .201 2 წ.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 18

1. ლეგალიზაციის შემსრულებელი პირი პასუხისმგებელია ლეგალიზაციის არასწორად შესრულების ან ამ წესის რაიმე ფორმით დარღვევისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლეგალიზებულ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა.

დანართი №2

ლეგალიზაციის I ეტაპის შტამპის ნიმუში

 

 

1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia

    მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document

2. ხელმოწერილია /has been signed by:----------------------------------------------------

------------------/------------------------------------------------------------------------------------

3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: ------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------/----------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------

4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of ---------------------------------------------

--------------------------/------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

– ბეჭდით /შტამპით

დამოწმებული /Certი fied

5. ადგილი /at:                                 6. თარიღი / the ------------------------

7. დამოწმებულია /by:

8. № -------------

9. ბეჭდის/შტამპის ადგილი/Seal/stamp  

10. ხელმოწერა/ signature      

         

თვითწებადი ქაღალდის აღწერილობა

თვითწებადი ქაღალდი დაფარულია ოთხი სხვადასხვა ტიპის ექსკლუზიური, გილიოშური დამცავი ბადით, რომლის ხაზების ნაწილი მიკროტექსტია. დამცავი ბადე შესრულებულია ასლის გადაღების საწინააღმდეგო და მანათობილი საღებავით.

წარწერები „საქართველო“ და „Georgia“ შესრულებულია უხილავი საღებავით.

საქართველოსპრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №185-სსმIII,№31,24.03.2010წ., მუხ.451

დანართი №3

საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 24 აპრილის ბრძანებულება № 321 - ვებგვერდი, 24 . 04 .201 2 წ.

ლეგალიზაციის II ეტაპის შტამპის ნიმუში

ა) ელექტრონული შტამპის ნიმუში:

 

 

№ –––––––––                                                                                    ––––– –––––––

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ადასტურებს ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას , ხელმოწერის ნამდვილობასა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდის /შტამპის ავთენტურობას .

The Consular Department of The Ministry of Foreign Affairs of Georgia certifies the authenticity of the signature, the capacity in which the person signing the document has acted and the identity of the seal or stamp which it bears.

 ხელმოწერა

Sig№ature ––––––––

  –––––––––––––––––––––––––––

  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

ბ) მატერიალური შტამპის ნიმუში:

 

 

№ –––––––––                                                                                  ––––– –––––––

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ადასტურებს ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას , ხელმოწერის ნამდვილობასა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდის /შტამპის ავთენტურობას .

The Consular Department of The Ministry of Foreign Affairs of Georgia certifies the authenticity of the signature, the capacity in which the person signing the document has acted and the identity of the seal or stamp which it bears.

 

ხელმოწერა

Sig nature ––––––––

 

 

კრებსითი — სრული ვერსია