საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
2007 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თ. ზავრაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ თეიმურაზ ზავრაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებასა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ფინანსური დახმარების განხორციელების შესახებ“ ოქმს.
მ. სააკაშვილი