„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1182
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-19
სარეგისტრაციო კოდი
240.090.000.05.001.001.756
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა  და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“.

2. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ კანონის ამოქმედებამდე აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობაზე გაცემული ლიცენზიები ექვემდებარება ნებართვებად გადაფორმებას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ლატარიების და სამორინეების მოწყობაზე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1182–Iს

კრებსითი — სრული ვერსია