საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1174
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-12
სარეგისტრაციო კოდი
030.000.000.05.001.001.753
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ.190) 261 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1174_Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია