საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №742
1997 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
დ. ქართველიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში მანქანათმშენებლობის დარგის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სააქციო საზოგადოება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი დიმიტრი ქართველიშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე