,,2009-2010 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №254 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
148
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,2009-2010 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №254 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148

2009 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„2009-2010 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №254 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­­­­­ნო­ნის 36-ე მუხლის საფუძველზე „2009-2010 სასწავლო წლი­სა­თვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავ­­რობის 2008 წლის 25 დეკემბრის №254 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №186, მუხლი 1931) შეტანილ იქ­ნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასა­ცე­მი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცუ­ლობა გა­ნი­­საზღვ­როს 10 730 000 (ათი მილიონ შვიდას ოცდაათი ათა­­­სი) ლარით.“.

2. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათ­ვალისწინე­ბულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფი­ნან­სება შეად­გენს 1 073 000 (ერთი მილიონ სამოცდა­ცამეტი ათასი) ლარს.“.

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია