„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1049
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-17
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.05.001.001.724
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) 462 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 462. სამხედრო სამსახურის ვადა 2008 წლის 1 იანვრამდე

1. ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნეს 2008 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2008 წლის 1 იანვრამდე გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვროს 18 თვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის 18-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 12 თვით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 თებერვალი.

№1049–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია