„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
903
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.190.040.05.001.001.687
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. საპარლამენტო პენსიითა და სადეპუტატო კომპენსაციით უზრუნველყოფის წყარო

პარლამენტის წევრის საპარლამენტო პენსიითა და სადეპუტატო კომპენსაციით უზრუნველყოფის ხარჯები გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ასიგნებებში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№903–რს

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია