„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
855
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.001.001.663
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია იმ პირებზე, რომლებიც მითითებულნი არ არიან ამ კანონის მე-7 პუნქტში, გაიცეს 2006 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

 საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№855–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია