საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხლი 118) 2421 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დანამატი პენსიაზე გაიცემა 2006 წლის 1 იანვრიდან.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2006 წლის 1იანვრიდან.“;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კანონის 423 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2006 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№847 – რს