საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
617
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-08
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.001.606
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 35. სახელმწიფო კონტროლი კავშირისა და ფონდის საქმიანობაზე

1. კავშირის ან ფონდის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. თუ კავშირი ან ფონდი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ან თუ მისი წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი ხდება, სასამართლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს კავშირის ან ფონდის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს.

3. სასამართლოს მიერ კავშირის ან ფონდის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა ტერიტორიულმა ორგანომ უნდა გააუქმოს რეგისტრაცია.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 2 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი� მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ნოემბერი.

№617-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია